|
დასახელება:
რესტორნის მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ჰაუსმაგი
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave"-ის რესტორნის მიმტანის პოზიციაზე.
სასტუმრო კომპლექსების ქსელი New Wave მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე შერეული სამზარეულოთი, რაც მთავარია კეთილგანწყობილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.
გთავაზობთ კეთილგანწყობილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილებას. თუ ხართ ენერგიული, მიზანდასახული ადამიანი და გიყვართ კომუნიკაცია, გიწვევთ ჩვენს მეგობრულ გუნდში.
პოზიციის ზოგადი აღწერა:
ჩვენ ვეძებთ, გამოცდილ რესტორნის მიმტანს რომელიც მზად არის შემოუერთდეს ჩვენს აქტიურ გუნდს და უზრუნველყოს სასტუმროს რესტორნის გამართული მუშაობა. მიმტანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რესტორნის ყოველდღიურ საქმიანობასა და სტუმრების კმაყოფილების მაღალი დონის
შენარჩუნებაში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესანიშნავი კომუნიკაციის შესაძლებლობები და სტუმართმოყვარეობის სფეროს განსაკუთრებული სიყვარული.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშო გამოცდილება (მსგავს სფეროში);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებასთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; შესვენება: 1სთ.
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა.
** სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და საღამოს საათებში ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მიმტანი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება.
|
|
|
|