|
დასახელება:
ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
ახალი ქსელები
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. დმანისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 925 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** მაგისტრალური ქსელის სრული შემოვლების განხორციელება, გამოვლენილი ხარვეზების შესაბამის სამსახურებთან ინფორმირება;
** შემოსული კორესპონდენციის ფარგლებში მაგისტრალური ქსელის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირებების განხორციელება;
** მაგისტრალური კაბელის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული მონაკვეთის პოვნა და დაზიანების აღდგენაში მონაწილეობის მიღება, დაზიანების აქტის შედგენა;
** კაბელის აღმნიშვნელი ბოძების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი და მათი სათანადო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** მაგისტრალური ქსელის სამონტაჟო სქემების გარჩევა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ზედამხედველი.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|