Робота для біженців з України
მთავარი მზარეული - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: სუათის რეზორთ ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
სასტუმრო "სუათის რეზორტ" მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოტში.

სუათისი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე მდებარე მყინვარის სახელწოდებაა, რომლის არქიტექტურულ მოყვანილობასაც იმეორებს სასტუმროს გარეგნული იერსახე და სახელწოდებაც შესაბამისად შეირჩა.

სასტუმროს კონცეფცია ეკო-მეგობრულობის პრინციპს და ლოფთის დიზაინს ეყრდნობა. სასტუმრო სუათისში განთავსებულია 40 სასტუმრო ოთახი (სტანდართ თვინი აივნით და აივნის გარეშე, დელაქს კინგი და დელაქს თვინი - აივნებით), ყველა ოთახს გააჩნია უნიკალური ხედები კავკასიონზე. სასტუმრო სუათისში განთავსებულია 1 ა ლა კარტ რესტორანი, ტერასა და ბარი, საკონფერენციო სივრცე, სპა ცენტრი, ტრენაჟორების დარბაზი. სასტუმროს შენობა გარშემორტყმულია ვაკის ტიპის კეთილმოწყობილი საფუნქციო სივრცით და ეზოთი.

სასტუმრო "სუათის რეზორტ" ყაზბეგში თითოეული დეტალი გათვლილი სტუმრის კომფორტული დასვენებისა და გართბობისათვის, ისევე როგორც ბიზნეს შეხვედრების, კონფერენციების და სხვადასხვა სახის აქტივობებისთვის.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ ჩვენს გუნდში მთავარი მზარეულის ვაკანსიაა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვა.
** მუდმივი ჩართულობა დასახული გეგმების შესრულებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში.
** სამზარეულოს ხარჯების კონტროლი.
** გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი.
** სამზარეულოს მენიუს, რეცეფტებისა და კალკულაციების შედგენა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი რეცეფტებისა და კალკულაციების საფუძველზე
კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი.
** ჰასპის სტანდარტების შესაბამისად სურსათის უვნებლობის შემოწმება.
** საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით მუდმივი შემოწმებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეფ-მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა.
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ სახელფასო განაკვეთს
** განთავსებას
** კვებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: rbpmproject2023@gmail.com ; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე