Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=690238&print=yes&view=jobs
 
დამწყები კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge/

Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება არ არის სავალდებულო.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი 1400 ლ;
** პრემია განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია