Робота для біженців з України
ტურ-ოპერატორი - ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-ოპერატორი - ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი
მომწოდებელი: Travelogia
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
შემომყვანი ტურისტული კომპანია "Travelogia" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის (ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** * ტურისტული პაკეტების დაგეგმვა და დაანგარიშება;
** ტურის მიმდინარეობის კოორდინირება;
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** პოტენციური პარტნიორების მოძიება და კომუნიკაცია;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური (ან გერმანული) ენის კარგი ცოდნა (მიუთითეთ უცხო ენის შესაბამისი დონე: წერის და მეტყველების უნარები);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამოცდილება ტურიზმში სასურველია, თუმცა არა აუცილებელი;
** CV-ს გთხოვთ დაურთოთ ფოტო-სურათი;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონცენტრირებული, დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** სტაბილურობა;

პირობები კომპანიისგან:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული, მინ. 1500 (კვალიფიკაციის შემთხვევაში - 1800+, გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** გამოსაცდელი ვადა (სწავლების პერიოდი): 1 თვე (ანაზღაურებადი - ხელფასის 50%);

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: public@travelogia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე