Робота для біженців з України
სოციალური მედიის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის დიზაინერი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
"Mindor" არის ორგანიზმის ერთიანი გაჯანსაღების სტარტაპი. ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის სინქრონულ გაჯანსაღებაში უნიკალური საკვები დანამატებით, ცოდნით და მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივი ჩარევებით.

პოზიციის მიზანი

"Mindor"-ისთვის უნიკალური და თანმიმდევრული ვიზუალური იდენტობის შექმნა, მართვა და განვითარება.

საქმის აღწერა:

** ყოველდღიური პოსტებისთვის/სთორებისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება
** AI-ით პროდუქტის ფოტოებისა და მოკლე რილსების გენერაცია
** კარუსელ პოსტებისთვის ფოტო/რილს კოლაჟების შექმნა
** ვებსაიტისა და რეკლამებისთვის ფოტო ან რილს კონტენტის მომზადება

მოვალეობებში არ შედის:

** კომენტარებსა და ინბოქსზე პასუხი
** სოც. მედიის ანალიტიკა
** სტრატეგიის დაგეგმვა და ქოფის წერა (იდეები წახალისებულია)
** კომპლექსური ვიდეო ედითი

Mindor-ის კონცეფცია:

** მეცნიერებისა და ბუნების სინთეზი
** თბილი, მშვიდი, მეგობრული სივრცე
** გაჯანსაღება როგორც შთაგონება და არა შიში

ვეძებთ:

** მინიმალისტური გემოვნება
** სისტემური ვიზუალური ხედვა
** დეტალებზე ყურადღება

აუცილებელი თვისებები

** მაღალი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა
** დიზაინის განვითარება განმეორებით უკუკავშირზე დაყრდნობით
** ერთი ვიზუალური სისტემის შენარჩუნებისა და დახვეწის სურვილი/გამოცდილება

რატომ Mindor:

** მისიაზე დაფუძნებული წამოწყება
** მეგობრული გუნდი და სამუშაო კულტურა
** უშუალო გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე
** კონკურენტული ანაზღაურება
** სრულად დისტანციური

განაცხადის განსახილველად:

გამოგვიგზავნე 9-პოსტიანი IG grid ან ვიზუალურ სისტემა, რომელიც ფიქრობ რომ Mindor-ის კონცეპტს შეეფერება: join@mindorwell.com

გვაინტერესებს სისტემური ხედვა. პორტფოლიოს ინდივიდუალური პოსტერები ხშირად ამის შეფასების საშუალებას არ იძლევა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე