|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მიჰაუსი
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჯუმბერ ლეჟავას 22
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00.
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
** პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების)და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
** დასაქმებულთა გრაფიკების კონტროლი;
** თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
** პერსონალთან დაკავშირებული საქმის წარმოება;
** თანამშრომლის დანიშვნის, თანამდებობრივი ცვლილების და გათავისუფლების პროცესების დადგენილი წესებით განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება
** თანამშრომლების შერჩევის პროცესების მართვა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევა;
** თანამშრომელთა დისციპლინალური სანქციების განხილვა და შესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დასაქმებულებთან კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების განხილვა, მოგვარება;
** სახელფასო ფაილის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სავალდებულოა. (MS Office, Word, Excel, Power Point)
** სამუშაო გამოცდილება მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|