|
დასახელება:
შშმ ბავშვის მომვლელი/ძიძა
|
| მომწოდებელი:
სტუდია ეი-დი-სი
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კოკნურსს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მომვლელი-ძიძის პოზიციაზე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ თბილისში.
"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის მიმართულებით. ჩვენი მისიაა სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის, უფლებებისა და ინტერესების დაცვა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების მხარდაჭერა.
ძირითადი მოვალეობები:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი
ყოველდღიურ საქმიანობებში დახმარება:
** კვება
** პირადი ჰიგიენა
** საპირფარეშოს გამოყენება
** ბავშვის უსაფრთხოებაზე, კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნვა
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** მედიკამენტების დროულად მიღებაზე ზრუნვა (ექიმის მითითების შესაბამისად)
** სოციალური ინკლუზიის წახალისება
** გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა
** პერსონალთან და ბენეფიციართან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
კანდიდატის მოთხოვნები:
** სასურველია (მაგრამ არ არის სავალდებულო): გამოცდილება ბავშვებთან ან შშმ პირებთან მუშაობაში
** განვითარებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის უნარი
** პასუხისმგებლობა, სანდოობა, ემპათია
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა
სასურველი უნარები:
** ემოციური სტაბილურობა
** მოთმინება და ყურადღებიანობა
** მხარდაჭერისკენ ორიენტირებული პოზიტიური მიდგომა
** საიმედოობა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი
** ბავშვის საჭიროებების სწრაფად აღქმისა და შესაბამისი რეაგირების უნარი
რას გთავაზობთ:
** მეგობრულ, ინკლუზიურ და მხარდაჭერის კულტურაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (ტრენინგები, კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები)
** შესაძლებლობას, რეალურად შეცვალოთ ბავშვის ყოველდღიურობა
** სოციალური სფეროს პროფესიონალებთან მუშაობასა და განვითარებას
შერჩევის ეტაპები:
** ელექტრონული განაცხადების მიღება და განხილვა
** გასაუბრება - ტარდება მიღებული განაცხადების პარალელურად
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com
Subject ველში მიუთითეთ: "თბილისი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისთვის: 557 273 726
|
|
|
|