|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Auto Lab
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
კომპანია "Auto Lab" 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა.
"Auto Lab" გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** გეგმის შესაბამისად ნაშთების კონტროლი, შეკვეთების დროული განხორციელება, ტრანსპორტირების სრული ციკლის მართვა;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების განსაზღვრა, ფასების კონტროლი და მარჟის მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება, მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით;
** შესყიდვების ყოველთვიური რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (ავტო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (ნებისმიერი სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|