|
დასახელება:
სტაჟიორი - სამედიცინო ანდერაიტინგის სამსახური
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან - სამედიცინო ანდერაიტინგის სამსახურში ვეძებთ სტაჟიორს.
სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
** სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის რისკების შეფასება;
** სადაზღვევო წინადადების მომზადება;
** თანამშრომლობა და კორპორაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან (საოპერაციო, გაყიდვები და სხვა);
** ანგარიშების მომზადება და ზარალიანობის ანალიზი.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი;
** იცი ინგლისური ენა B2 ან C1 დონეზე;
** ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს მაღალ დონეზე (Microsoft Office);
** გაქვს მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ასევე, ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
** გაქვს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა: პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, გამრეკელის ქ. N19
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი - სამედიცინო ანდერაიტინგის სამსახური
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|