Робота для біженців з України
საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებელი - საწყობის ოპერირება - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებელი - საწყობის ოპერირება
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
"SKILLWILL"-ის კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - საწყობის ოპერირება.

პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:

** საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა და სასაწყობო ოპერაციები
** სასაწყობო ოპერაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და უსაფრთხოების ნორმები
** საქონლის მიღება საწყობში
** საწყობში საქონლის ტრანსპორტირება
** საქონლის დასაწყობება
** საქონლის აგროვება
** საწყობიდან საქონლის გაცემა
** საწყობში საქონლის აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 29 დეკემბერი.

გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.edu.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე