Робота для біженців з України
Do IT in Georgia-ს პროექტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Do IT in Georgia-ს პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის Do IT in Georgia-ს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** Do IT in Georgia-ს პროექტის ფარგლებში არსებული პროგრამების მართვა და კოორდინაცია;
** ტრენინგ პროვაიდერებთან და IT კომპანიებთან კომუნიკაცია;
** პროექტის მონაწილეებთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება, გაანალიზება და კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პროგრამების დიზაინის შემუშავება, განახლება და გაუმჯობესება;
** ხარისხის მართვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** გუნდთან ერთად მუშაობა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრი.

სამუშაო გამოცდილება:

** პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** საგანმანათლებლო პროექტების მართვის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** IT სფეროში ან/და IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - Do IT in Georgia-ს პროექტის კოორდინატორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე