|
დასახელება:
საწყობზე პასუხისმგებელი პირი/ბაზის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ასოციაცია ქსენონი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"ასოციაცია ქსენონი" აცხადებს ვაკანსიას საწყობზე პასუხისმგებელი პირის/ბაზის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1400 (დარიცხული)
პოზიციის აღწერა:
საწყობზე პასუხისმგებელი პირი / ბაზის სპეციალისტი უზრუნველყოფს სასაწყობე და ბაზების ოპერაციული პროცესების ეფექტურ მართვას, მარაგების სიზუსტით აღრიცხვას და ორგანიზაციის შიდა პროცედურების დაცვას. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას, პასუხისმგებლობას და მაღალი ორგანიზებულობის უნარს.
ძირითადი მოვალეობები:
** მატერიალური რესურსების მიღება, შენახვა, გაცემა და აღრიცხვა;
** საწყობის ყოველდღიური მართვა, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** მარაგების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნების მომზადება;
** საწყობთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მიღება-გაცემის აქტები, ჩანაწერები, ფორმები) წარმოება და არქივირება;
** ელექტრონულ სისტემებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** რეგულარული და საგეგმო ინვენტარიზაციების ჩატარება;
** მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შეტანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
** უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და შიდა პროცედურების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის მაღალი კომპეტენცია (განსაკუთრებით Excel);
** მონაცემებთან მუშაობის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: associationxenon@gmail.com.
თემა: "საწყობზე პასუხისმგებელი პირი / ბაზის სპეციალისტი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2025
პერსონალური მონაცემების დამუშავება:
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით და შეინახება კონკურსის დასრულებამდე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ორგანიზაციის შესახებ:
"ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი" 2004 წლიდან საქმიანობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ორგანიზაცია ახორციელებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პრევენციულ პროგრამებს და ასევე ჩართულია C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: https://www.facebook.com/Xenon2004
|
|
|
|