Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

"ვილბულ ჰოლდინგი" აცხადებს ოფის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #37მ, Axis Towers
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (შაბათ-კვირა დასვენება)
ანაზღაურება: თვიური 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული/გასული ფიზიკური/ვირტუალური კორესპონდენციის მართვა
** სატელეფონო ზარებისა და მეილების მიღება/მართვა
** ოფისში შემოსვლის კონტროლი, სტუმრებისთვის კარის გაღება
** ოფისის თანამშრომლებისა და სტუმრების მომსახურება
** საოფისე სივრცის წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა, ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** საოფისე სივრცის მომზადება დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონიძიებებისთვის
** ოფისის ადმინისტრაციული ასისტირება, ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა საჭიროებისამებრ
** ოფისის საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ინვენტარის/მასალების (მათ შორის ტექნიკის) შეკვეთა, მარაგების კონტროლი
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის თანამშრომლებთან და გარე პირებთან/ორგანიზაციებთან, სხვადასხვა მომსახურების გამწევ პირებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** შემოქმედებითი ხედვა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე