|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
გიგლსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (Brod, Brod Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია "Giggles" აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.თვალჭრელიძის ქუჩა #2, East Point
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
ანაზღაურება: თვიური 700 ლარი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან, დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
** პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის, გაყიდვების გეგმის შესრულება
** გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com (და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 599305580.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|