Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Nexia Solutions
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
კომპანია "Nexia Solutions" წარმოადგენს მაღალხარისხიანი IT სისტემების, ERP და CRM გადაწყვეტილებების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

კომპანია "Nexia Solutions" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის განვითარება;
** ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლება;
** არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სქემის აწყობა/მონიტორინგი;
** არსებული მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა;
** პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის/კონკურენტი პროგრამების შესწავლა;
** ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულების ეფექტურობის ზრდა;
** სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა
** ERP სისტემაში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** 1C-ის სისტემაში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, "King David";
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (კვირაში ორი დღე დისტანციური სამუშაო რეჟიმი);
** ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე