Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=689640&print=yes&view=jobs
 
კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

სამუშაო ადგილები: 2 თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 4500 ლარი;
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტში კონსტრუქციულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
** სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და დეტალური საინჟინრო პროექტების კონსტრუქციული ნაწილის მოსამზადებლად ტექნიკური დავალებების შედგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული პროექტების კონსტრუქციული ნაწილის (საპროექტო გადაწყვეტები და კონსტრუქციული ანგარიშები, ტექნიკური სპეციფიკაციები, მოცულობათა უწყისები, სატენდერო მასალები და სხვა) განხილვა, არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილებთან შესაბამისობის დადგენა და შეფასება. შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების კონსტრუქციული და გეოლოგიური ნაწილის ექსპერტიზების გაცნობა, ექსპერტიზის შენიშვნებისა და კომენტარების მიხედვით კორექტირებული პროექტების შემოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტების და ქვე-პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა და სამშენებლო კონტრაქტებში შესატანი შესაძლო ცვლილებების ტექნიკური შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან (მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი, კონსულტანტები, კონტრაქტორები და სხვა ორგანიზაციები);
** ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება;
** დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსებთან ანგარიშგება ფონდში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინრის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
** ArchiCAD, AutoCAD, LIRA.
** ენები: ქართული C1 C1; ინგლისური B2 B2

დამატებითი მოთხოვნები:

** საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
** "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
** "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინჟინრის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.
** ზოგადი გამოცდილება 5 წელი, აქედან მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება პროექტების კონსტრუქციული ნაწილების შეფასებაში, პროექტირებაში ან განხორციელებაში;
** საკონსულტაციო დავალებების, საპროექტო დოკუმენტაციის და სატენდერო მასალების (ტექნიკური
** სპეციფიკაციების, სამუშაოთა მოცულობების, ნახაზების და სხვა) მომზადების ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** Revit-თან და BIM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შედგენილი ქართულ ენაზე (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართული ფონტით)) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსტრუქტორი".

კონკურსის ეტაპები:

** კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
** არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი (+995) 591 994 434 ნინო ფხაკაძე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია