Робота для біженців з України
ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge
ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

სამუშაო ადგილები: 2 თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 3650 ლარი;
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტში საინჟინრო საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
** საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალებების ელექტროტექნიკური ნაწილის მომზადება;
** თანამშრომლობა კონკრეტული პროექტების მიმწოდებლებთან (კონსულტანტებთან), პროექტების ელექტროტექნიკური ნაწილის მომზადების მონიტორინგი, შესრულებული საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი მოცულობის და ხარისხის შემოწმება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული პროექტების ელექტროტექნიკური ნაწილის (გრაფიკული მასალა, საპროექტო გადაწყვეტები, ტექნიკური სპეციფიკაციები, სამუშაოების მოცულობების უწყისები, გაანგარიშებები) განხილვა, არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილებთან შესაბამისობის დადგენა და შემოწმება. აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა და სამშენებლო კონტრაქტებში შესატანი შესაძლო ცვლილებების ტექნიკური შეფასება;
** ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება;
** დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსებთან ანგარიშგება ფონდში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail, AutoCAD.
** ენები: ქართული C1 C1; ინგლისური B2 B2

დამატებითი მოთხოვნები:

** საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
** "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
** "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება 5 წელი, აქედან მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ენერგეტიკული ობიექტების, ელექტროგადამცემი ხაზების, გარე განათების სისტემების, ელექტრული ქვესადგურების, შენობა-ნაგებობების ელექტრული ქსელების, ელექტრო აღჭურვილობის პროექტების შეფასებაში, პროექტირებაში და/ან განხორციელებაში; გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში; სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** Revit-თან და BIM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შედგენილი ქართულ ენაზე (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართული ფონტით)) ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრო ინჟინერი".

კონკურსის ეტაპები:

** კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
** არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
** ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი (+995) 591 994 434 ნინო ფხაკაძე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე