Робота для біженців з України
ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში
მომწოდებელი: ბათუმის საზღვაო ნავსადგური
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დარგში ინჟინრის (ინსტრუქტორის) თანამდებობაზე.

სტრუქტურული ქვედანაყოფი: შრომის უსაფრთხოების განყოფილება
თანამდებობა: ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში
დაქვემდებარებული პირების არსებობა: არა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაში.
** ალტერნატივა: ნებისმიერი უმაღლესი/საშუალო პროფესიული განათლება პლუს პროფესიული გადამზადება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაში (პროფესიული გადამზადების დიპლომი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაში).

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სამსახურში, ოფიცრის წოდებით.
** ხანძრის ქრობის პრაქტიკული უნარები.

თანამდებობრივი ინსტრუქციის/შიდა დოკუმენტის შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

უნდა იცოდეს:

** საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, მეთოდური მასალები ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებში;
** ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სამუშაოს ორგანიზება;
** ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა;
** მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის წესები და საშუალებები;
** ტექნოლოგიური პროცესების საფრთხეები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და ხანძრის დროს მოქმედება.
** ნორმატიული დოკუმენტების (ინსტრუქციები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ბრძანებები) შემუშავება.
** ობიექტზე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.
** დოკუმენტაციასთან მუშაობა (ინსტრუქტაჟის ჟურნალები, ცოდნის შეფასების აქტები).

უნდა შეეძლოს:

** შეიმუშაოს ნავსადგურის ობიექტების გეგმური შემოწმებების გრაფიკები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვის საგანზე.
** ორგანიზება გაუწიოს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების, წესების, ინსტრუქციების მოთხოვნათა შესრულებას და მიიღოს ეფექტური ზომები ხანძრის გაჩენის მიზეზების და პირობების აღმოსაფხვრელად
** აკონტროლოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების და ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების მდგომარეობა. ორგანიზება გაუწიოს ცეცხლსაქრობების დადგენილ ვადებში შემოწმება-დამუხტვას
** ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ცოდნის ტესტირების სასწავლო პროგრამების შემუშავება .
** ინსტრუქტაჟების, წვრთნების და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარების უნარი, ევაკუაციისა და ხანძრის ჩაქრობის შესახებ ტრენინგისა და პრაქტიკული სწავლების ჩატარება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა,
** კეთილსინდისიერება,
** ყურადღებიანობა,
** ორგანიზაციული უნარები,
** კომუნიკაბელური,
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 15 -შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;
** საავადმყოფო ფურცელი: შესაბამისი დღეების 100% ანაზღაურება;
** დასაქმებული უზრუნველყოფილია: ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევით, უფასო კვებით და სპეცტანსაცმლით;
** შრომის ანაზღაურება: მზარდი ანაზღაურება 1430 ლარიდან + სადღესასწაულო და კვარტალური პრემიები

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) თანდართული ფორმის შესაბამისად ელფოსტაზე: kajaiam@batumiport.com გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში".

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" (შემდგომში - ნავსადგური) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ ნავსადგური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ ნავსადგურს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე