Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
"მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სრული ციკლი პროგრამა BALANCE-ში
** შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
** გადასახადების სწორად აღრიცხვა და გადახდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** ტრანზაქციების კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი;
** საგადასახადო რისკების შეფასება/მართვა;
** სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის;
** თვის დახურვის ოპერაციების წარმოება და გუნდის წევრებთან თანამშრომლობა;
** IFRS სტანდარტების მიხედვით ფინანსური უწყისების აწყობა/წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ღვინის წარმოების მიმართულებით).
** ACCA-ს კურსები ჩაითვლება უპირატესობად.
** IFRS სტანდარტების ცოდნა სავალდებულოა.
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel).
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის რაიონი
განაკვეთი: სრული (09:30 - 17:30)
ანაზღაურება: 3000+ (ნეტი, გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancywinery01@gmail.com

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე