Робота для біженців з України
მენტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენტორი
მომწოდებელი: რეგიონული განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
"საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი" (SREF) აცხადებს კონკურსს მენტორის პოზიციაზე პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონული პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.

პროექტის სამიზნე არეალია:

** კახეთი: თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.
** ქვემო ქართლი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
** მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მცირე გრანტების სქემა, რომლის მიზანია, ქალთა ხელმძღვანელობით მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა და განვითარება. მცირე პროექტები ითვალისწინებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და შემოსავლის ზრდის ხელშეწყობას.

მენტორების მომსახურება: პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მენტორების მომსახურება, ძირითადად დისტანციურ რეჟიმში, მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც დაფინანსებულია პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში.

შესასრულებელი სამუშაო:

ბიზნეს კონსულტაცია/ტრენინგი დაფინანსებული ბენეფიციარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გრანტიორების საქმიანობის გაუმჯობესებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას შემდეგი ბიზნეს მიმართულებებით:

** მებოსტნეობა, სათბური, ირიგაცია, მეფუტკრეობა, მეღვინეობა, ჩირის წარმოება;
** კვების ობიექტები (საცხობი, საკონდიტრო, კაფე);
** რძის პროდუქტების წარმოება;
** სილამაზის სალონები
** ჭრა-კერვის მომსახურება
** სხვადასხვა ტიპის მომსახურება, როგორიცაა საბუღალტრო მომსახურება, ღონისძიებების ორგანიზება, ფოტოგრაფის მომსახურება, საოფისე მომსახურება, ცეკვის სტუდია, ენის შემსწავლელი კურსები და ა.შ.

(ტრენინგი-კონსულტაცია თითო ჯგუფისთვის მოიცავს ერთ სამუშაო დღეს. თითო ჯგუფის შემადგენლობა 10 -15 ადამიანი - სავარაუდოდ 6 სამუშაო ჯგუფი)

მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია მოიცავდეს საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

სამუშაოს დასრულების შემდეგ ბიზნეს კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს:

** შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
** გრანტიორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები;

მომსახურების გაწევის პერიოდი: 12.01.2026-26.01.2026
შრომის ანაზღაურება: ექსპერტის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტი

განაცხადის შემოტანის ვადა: 2025 წლის 30 დეკემბერი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში იურიდიულად რეგისტრირებულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღნიშნული იქნება გამოცდილება ბიზნეს კონსულტაციების გაწევის მიმართულებით ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების გათვალისწინებით. ასევე აღნიშნული უნდა იყოს მომსახურების გაწევისთვის საჭირო ბიუჯეტი და მოკლე სამოქმედო გეგმა.

შეთავაზებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: wee3@krdf.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: მენტორი WEE.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე