Робота для біженців з України
გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: DMG Development
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
"DMG Group" მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.

"DMG Development", როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.

"DMG Development" აგრძელებს ზრდას და გუნდში იწვევს მოტივირებულ, გამოცდილ პროფესიონალს გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებში;
** ოფისში მოსული ვიზიტორების დახვედრა;
** მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია და კონსულტაცია პროექტების შესახებ;
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა;
** შეხვედრების დაგეგმვის მხარდაჭერა ოფისსა და სამშენებლო მოედანზე;
** გაყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება - მენეჯერებთან ერთად;
** CRM სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება;
** კლიენტთა უკუკავშირის შეგროვება და გუნდისთვის გაზიარება;
** მონაწილეობა ღონისძიებებსა და გამოფენებში - პროექტების წარდგენის მხარდაჭერა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან შესაბამისი მიმართულება);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის სურვილი და განვითარებაზე ორიენტაცია;
** კარგი კომუნიკაციის უნარები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (CRM ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული და ბონუსი);
** პროფესიულ განვითარებას და მენტორინგს გამოცდილ გაყიდვების მენეჯერებთან ერთად;
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** მონაწილეობას პრემიუმ დეველოპერულ პროექტებში;
** ტრენინგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე ოფისს და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: careers@dmg-group.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე