Робота для біженців з України
გაყიდვების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: 2800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** RS პორტალზე მუშაობის გამოცდილება, RS-ზე გაწერილი სასაქონლო ზედნადების პროგრამასთან შედარება, საქონლის რეალიზაციისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა, ანგარიშფაქტურების მოთხოვნის კონტროლი;
** მოთხოვნის შემთხვევაში ინვოისების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო დოკუმენტების შექმნა/კორექტირება;
** ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებისა და ინვოისების გადამოწმება, კონტროლი (RS- პროგრამის შედარება და გატარება);
** მაღაზიების რეალიზაციის კონტროლი (მაღაზიის მენეჯერებისგან მიღებული რეალიზაციების ფაილის პროგრამასთან შედარება გადახდის მეთოდების მიხედვით, უზუსტობის შემთხვევაში მენეჯერებთან კომუნიკაცია და გასწორება);
** სალარო აპარატების ბრუნვის შემოწმება (RS-ის და პროგრამის შედარება);
** დიპლომატიური კლიენტების გადამოწმება რეესტრში, დიპლომატებზე გაყიდვების გადამოწმება და ფაქტურების გამოწერა;
** საიჯარო და მომსახურების ხელშეკრულებების გადამოწმება, ვადების კონტროლი, შესაბამისი ფაქტურების გამოწერა RS-ზე და დარიცხვების პროგრამული გატარება;
** დებიტორების და კრედიტორების ბუღალტრული ბარათების გავლა/შედარება და შედარების აქტის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ERP (navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტებზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება " გაყიდვების ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე