|
დასახელება:
მუსიკალური ბენდის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მუსიკალური ბენდის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: The FreeRide Experience
The FreeRide Experience არის ბლუზ-როკ ბენდი და ამ მიმართულების მუსიკის მხარდაჭერის პლატფორმა თბილისში. ბენდის ძირითადი შემადგენლობა არის Power Trio. სხვადასხვა პროექტებში ბენდი თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ პროფესიონალ და მოყვარულ მუსიკოსებთან. ჯგუფი მონაწილეობას იღებს ფესტივალებში, კერძო ღონისძიებებში და 2026 წელს საქართველოს European Blues Challenge-ზე. გვჭირდება ადამიანი, ვინც დაგვეხმარება ბენდის პოპულარიზაციაში და კონცერტების ზრდაში.
სამუშაოს აღწერა:
** The Freeride Experience ბენდის სოცმედია პლატფორმების შექმნა (FB/IG/TikTok) და მართვა
** ბენდის კონცერტებზე დასწრება, ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა
** კომუნიკაცია კლუბების მენეჯმენტთან PR და ორგანიზაციულ საკითხებზე
** კომუნიკაცია დაინტერესებულ დამკვეთებთან და პრომოუტერებთან
** პოსტების, ფოტო-ვიდეო კონტენტის გავრცელება
** ახალი კონცერტების მოძიება და შეთავაზებების მართვა
** მიმდინარე PR ამოცანები (კონცერტების ანონსები, ინფო-ტექსტები, ა.შ.)
ცოდნა, უნარები:
** სოცმედიის ცოდნა
** ბენდის მუსიკალური ჟანრის ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და ინიციატივა
** ინგლისურის საბაზისო ცოდნა
პირობები
** მოქნილი გრაფიკი
** ანაზღაურება შეთანხმებით
** თავისუფალი, კრეატიული სამუშაო გარემო
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მეილებზე: Vazha.chakhunashvili@gmail.com, datunarakviashvili@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|