|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Provider.ge
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
"Provider.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მოძიება და შეთავაზების გაკეთება;
** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** დაინტერესებული კლიენტებისათვის პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
** ელფოსტის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გამართული მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** კომუნიკაბელობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@provider.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|