|
დასახელება:
მიმღები/ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ახალი გუდაური ბლოკ-1
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
სეზონური ვაკანსია გუდაურში!
ბმა "ახალი გუდაური ბლოკ-1" აპარტოტელი ახალ გუდაურში გონდოლას საბაგიროსთან აცხადებს ვაკანსიას მიმღები/ადმინისტრატორის (რესეფცია) პოზიციაზე.
პირობები:
** ლოკაცია: ახალი გუდაური
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
** გრაფიკი: 12-საათიანი სამუშაო ცვლები/24 საათი დასვენება
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ჰოსტელი)
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ განსაზღვრული პროცედურის მიხედვით სტუმრების მიღება, სტუმრებისთვის აპარტამენტების გასაღების გაცემა (ე.წ. ჩექინი);
** სტუმრების გაწერა, აპარტამენტების გასაღების ჩაბარება გაწერილი პროცედურის მიცედვით (ე.წ. ჩექაუტი);
** ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ზარებისა და შეტყობინებების ეფექტური მართვა;
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და თავაზიანი რეაგირება;
** თანამშრომლობა აპარტამენტების მესაკუთრეებთან ოპერაციული პროცესების გამართულად წარმართვისთვის;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; დამატებითი რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმალური გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, ინტერნეტი);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე ngblocks@gmail.com ან მითითებულ ტელეფონის ნომერზე +995 599 56 61 71.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|