Робота для біженців з України
მზარეული - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ჯოილენდი
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
ბაკურიანში მდებარე კაფე-ბარი "ჯოილენდი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

"ჯოილენდი" არის ბაკურიანის ცენტრში მდებარე გასართობი პარკი, რომელსაც აქვს კაფე ბარი.

სამუშაოს ხანგრძლივობა: ზამთრის სეზონი (3 თვე)

ძირითადი მოვალეობები:

** შემადგენლობებისა და მომზადების წესების ცოდნა
** მენიუში არსებული პროდუქტის ხარისხიანად და დროულად მომზადება
** ობიექტზე არსებული სტანდარტებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** სისუფთავე
** პასუხისმგებლიანობა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი

ორგანიზაცია უზრუნველყოფს:

** თანამშრომლების კვებას შუადღეზე
** თანამშრომლების დაბინავებას ბაკურიანში

გვაქვს საკმაოდ პატარა მენიუ (შესაძლებელია მცირე ცვლილებები).

თუ ფიქრობთ, რომ ვაკანსია შესაძლოა თქვენთვის იყოს, შეგვეხმიანეთ.

ანაზღაურება შეთანხმებისამებრ, გამოცდილებასა და უნარებზე დაყრდნობით.

გთხოვთ, დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდეთ - თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე:keti@bakuriani.ge. გთხოვთ მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით.

მეტი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577473585
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე