Робота для біженців з України
IT ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ანალიტიკოსი
მომწოდებელი: abcray
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
კომპანია "ეიბისირეი" აცხადებს IT ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციის შესაბამისად
ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქციები:

** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური დავალების შემუშავება;
** მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო სისტემების შემუშავების მიზნით სამუშაო პროცესის flowchart დიაგრამების (BPMN სტანდარტით) აგებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში ტექნიკური პრობლემების, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა, ანალიზი და კორექტირება;
** პრობლემების გამოვლენის და და შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროცედურების შემუშავება;
** ტესტირების დეტალური გეგმის შემუშავება და ტესტირების პროცესის მხარდაჭერა
** ციფრული სისტემის განვითარების მიზნით ცვლილებებისა და დამატებების იდენტიფიცირება;
** მომხმარებლის სახელმძღვანელოს შექმნა და მომხმარებლების წვრთნა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბიზნეს-ანალიტიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** ანალიტიკური, პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** შემოქმედებითი აზროვნება და სირთულეების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** პუნქტუალობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი;
** მზაობა ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისთვის.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: contact@abcray.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT ანალიტიკოსი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. პერსონალურ მონაცემებში აუცილებლად მიუთითეთ პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონი, ელ-ფოსტა, განათლება და გამოცდილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე