|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Georgian Automation
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
"Georgian Automation" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ინდუსტრიულ ავტომატიზაციასა და ელექტრო-მოწყობილობებში. ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან და ვემსახურებით როგორც საცალო, ასევე B2B კლიენტებს - საწარმოებს, საინჟინრო კომპანიებს, სისტემურ ინტეგრატორებსა და რისელერებს.
ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ადგილობრივ გუნდს და განავითარებს გაყიდვებს საქართველოში.
ვალდებულებები:
ლიდერობა და გუნდის მართვა:
** მაღაზიის პერსონალის მართვა (გამყიდველები, კასირები, ტექნიკური თანამშრომლები).
** გაყიდვების დაგეგმარება და შესრულების კონტროლი.
** ტრენინგების ორგანიზება პროდუქციასა და გაყიდვების ტექნიკებზე.
** მაღალი მომსახურების სტანდარტებისა და სამუშაო ეთიკის უზრუნველყოფა.
გაყიდვები და კლიენტების განვითარება:
** საცალო და B2B გაყიდვების ზრდა, კლიენტური ბაზის გაფართოება.
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება და კომერციული შეთავაზებების მომზადება.
** ძირითადი კლიენტების მომსახურება: პროდუქციის შერჩევა, ტექნიკური კონსულტაციები, გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერა.
ოპერაციული მართვა და საწყობი:
** მაღაზიის მდგომარეობის კონტროლი: სისუფთავე, განთავსება, ვიზუალი.
** საწყობის მართვა: მარაგების კონტროლი, სწრაფად/ნელი ტემპით რეალიზებადი პროდუქტების მონიტორინგი.
** შესყიდვების განაცხადების გაკეთება და საწყობის ანგარიშგება.
** მიღებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის შემოწმება.
ანგარიშგება და კომუნიკაცია:
** კვირეული და თვიური ანგარიშგებების მომზადება.
** ყოველდღიური კომუნიკაცია სათავო ოფისთან ფასებზე, ლოგისტიკასა და მარკეტინგზე.
** თანამშრომლობა ბუღალტერიასთან, ლოგისტიკასა და მარკეტინგის დეპარტამენტთან.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, ინჟინერია ან დაკავშირებული სფერო).
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან გუნდის მართვაში.
** უპირატესობად ჩაითვლება: გამოცდილება ინდუსტრიულ აღჭურვილობაში/ავტომატიზაციაში.
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები.
** MS Office-ის ცოდნა; სასურველია CRM.
** უპირატესობად ჩაითვლება: ცოდნა ელექტროტექნიკის, სენსორების, კონტროლერების, დრაივებისა და პნევმატიკის შესახებ.
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა, ასევე, ჩაითვლება უპირატესობად.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც:
** იღებს პასუხისმგებლობას შედეგზე.
** შეუძლია გუნდის მოტივაცია და დისციპლინის მხარდაჭერა.
** არის პროაქტიული და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული.
** უზრუნველყოფს ზუსტ და სტაბილურ კომუნიკაციას სათავო ოფისთან.
** ორიენტირებულია გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
პირობები:
** ხელფასი: 2500 ლარიდან + ბონუსები.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი — სრული სამუშაო დღე; შაბათი — 16:00 საათამდე (შემოკლებული დღე).
** სამედიცინო დაზღვევა საცდელი პერიოდის შემდეგ.
** ოფიციალური დასაქმება და სრული სოციალური პაკეტი.
** ანაზღაურებადი შვებულება: მინიმუმ 24 სამუშაო დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად).
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა — მიმართულების ან რეგიონული მენეჯერის პოზიციისკენ.
** პროფესიული განვითარება: ტრენინგები, სწავლება, ევროპის სათავო ოფისის მხარდაჭერა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: karinam@bi-int.ge.
|
|
|
|