|
დასახელება:
დამხმარე აღმზრდელი
|
| მომწოდებელი:
World Vision
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 14 იანვარი
|
"World Vision" საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში დამხმარე აღმზრდელის პოზიციაზე.
გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
პოზიციის სახელწოდება: WVG- დამხმარე აღმზრდელი გამოძახებით - თბილისი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განრიგი წინასწარ ეცნობება თანამშრომელს. თანამშრომლის გამოძახება შეიძლება მოხდეს სამი სახის სამუშაო დღის ჭრილში:
** მორიგეობა 24 საათაიანი ცვლაში: სამუშაო საათები: დილის 10:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე, შესვენება 1 (ერთი) საათი 12:00-დან 17:00-მდე პერიოდში და 3 (სამი) საათი 01:00-დან 07:00-მდე პერიოდში მეწყვილესთან შეთანხმებით;
** მორიგება ღამის სმენაში, როდესაც სამუშაო საათები იწყება: 19:00 საათიდან და სრულდება 10:00 საათზე, შესვენება 3 (სამი) საათი 01:00-დან 07:00-მდე პერიოდში მეწყვილესთან შეთანხმებით;
** მორიგება დღის სმენაში: სამუშაო საათები იწყება: 10:00-ზე და სრულდება 19:00, შესვენება 1 (ერთი) საათი 12:00-დან 17:00-მდე პერიოდში.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
პოზიციის მიზანი: დამხმარე აღმზრდელის პოზიციის მიზანია ცენტრის აღმზრდელების ჩანაცვლება შვებულებების დროს, რა დროსაც იგი პასუხისმგებელი იქნება დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობაზე, ბავშვები ცნობიერების გაზრდაზე სასიცოცხლო უნარ-ჩვევების, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებთან დაკავშირებით და მათ ჩართვაზე არაფორმალური განათლების აქტივობებში.
ძირითადი მოვალეობები:
** ჩაანაცვლოს აღმზრდელი და უფროსი აღმზრდელი მათი შვებულებაში ყოფნის დროს.
** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტებს (წერა-კითხვა და ანგარიში);
** დააორგანიზოს სხვადასხვა აქტივობები (გასართობი, შემეცნებითი) ბავშვებისთვის და ჩაერთოს მათთან ერთად აქტივობებში;
** უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება;
** აწარმოოს ჩანაწერებს ღამის თავშესაფრით მოსარგებლე ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად;
** შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმო/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას;
** უზრუნველყოს ბავშვების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით;
** უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა;
** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები.
სავალდებულო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება; სასურველია უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება სააღმზრდელო/პედაგოგიკის მიმართულებით
** სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღება
** რთული სიტუაციების მართვის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ პოზიციის სახელწოდება WVG - დამხმარე აღმზრდელი - ქუთაისი მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 14 იანვარი
ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონის შესაბამისად.
"World Vision საქართველოს"მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
"World Vision საქართველო"არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
|
|
|
|