|
დასახელება:
მხაზველი
|
| მომწოდებელი:
Glass Work
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე.
თუ ხართ დამწყები ამ სფეროში და გსურთ გამოცდილების მიღება, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
საათები: 09:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაოს;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების დაფინანსებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
მოთხოვნები:
** AutoCAD, ArchiCAD ან/და სხვა მხაზველობითი პროგრამების ცოდნა;
** ამ სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი და მოტივაცია;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების მიხედვით ტექნიკური ნახაზების შედგენა და პროექტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|