|
დასახელება:
საწყობის აღრიცხვის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
სამშენებლო კომპანია შპს "ფენიქსი-პროექტირების მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე (ქალბატონი).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის 31 (მუხათგვერდის გზა)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2551.02 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საწყობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაოს აღწერილობა:
** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა;
** მიღებული პროდუქციის შესაბამის საწყობში განთავსების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სასაწყობე პროცესების კონტროლი (აქტების შედგენა, სამეურნეო საქონლის ჩამოწერის კონტროლი);
** გეგმური/არაგეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საცალო და კორპორატიულ დაკვეთებზე გასული მასალების გაწერა ზედნადებით RS-ზე;
** ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.
უნარები და თვისებები:
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე 17 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: lawyer@phoenixpm.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის აღრიცხვის ოპერატორი".
|
|
|
|