|
დასახელება:
მიმღები ოპერატორი - არასრული განაკვეთი
|
| მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 იანვარი
|
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია ეძებს მიმღებ ოპერატორს არასრულ განაკვეთზე!
გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 800₾ (ხელზე) + ბონუსი (150-200₾)
სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
** ყოველთვიური საპენსიო დანაზოგის დაფარვა
** მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
** გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
** საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
** ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
** მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
** პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
** ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
** პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
როგორ დაგვიკავშირდე?
გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mrmaster.ge. Subject-ში მიუთითე: "მიმღები ოპერატორი - არასრული განაკვეთი"
შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით
ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!
|
|
|
|