Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Business Hub
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
"Business Hub" ეძებს ბუღალტერს

კომპანია "Business Hub" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საგადასახადო, ბუღალტრული და ფინანსური მომსახურებების სფეროში. ასევე, უზრუნველყოფს იურიდიული და ბიზნესთან დაკავშირებული მომსახურებების სრულ სპექტრს.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** პოზიციისთვის საჭირო სასწავლო კურსების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით 1000-დან 1700 ლარამდე

სამუშაო ფორმატი დისტანციურ რეჟიმს არ ითვალისწინებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** საბუღალტრო დოკუმენტაციის ეფექტური მართვა, მათ შორის დამუშავება, დაარქივება და სისტემური აღრიცხვა
** ფინანსური ტრანზაქციების და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
** rs.ge პორტალზე მუშაობა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტის მისამართზე: info@bhub.ge სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერი

"Business Hub" - თქვენი წარმატების საწინდარი!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე