Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ხორცისა და თევზის დელიკატესების მაღაზია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
პრემიუმ ხარისხის ხორცისა და თევზის დელიკატესების მაღაზიისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ. #44
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს მართვა
** კლიენტების სწრაფი მომსახურება
** პროდუქციის გაცნობა და კონსულტაცია
** ნაღდი და უნაღდო გადახდების დამუშავება
** სალაროს ჩანაწერების სისწორის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
** მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ხელფასი.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება.
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: Kordzakhya.k@kliongroup.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე