Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქვახვრელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უფლისციხის მამული
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"უფლისციხის მამული" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: სოფ. ქვახვრელი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი
დეპარტამენტი: გაყიდვები
ანგარიშვალება: დირექტორს/კომერციულ მენეჯერს

მოვალეობები:

** ქვეყნის მასშტაბით HoReCa სექტორთან და ღვინის სპეციალიზებულ ქსელებთან აქტიური კომუნიკაცია პროდუქციის განთავსებისა ღვინის მზარდი გაყიდვების უზრუნველსაყოფად;
** დეგუსტაციების, მცირე მასშტაბის ღონისძიებებისა და ტურისტული პაკეტების შესათავაზებელი პრეზენტაციების მომზადება ივენთ მენეჯერთან კოორდინაცია;
** გაყიდვების, შეკვეთების და მარაგების კონტროლი; სამომავლო განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბაზარზე კონკურენტების ანალიზი;
** ტურისტულ კომპანიებთან და გიდებთან თანამშრომლობა ღვინის ტურების მიმართულებით;
** გაყიდვების ანგარიშგებების მომზადება (ყოველკვირეულ ჭრილში).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვებში — სასურველია ღვინის, ალკოჰოლური პროდუქტების ან/და HoReCa სექტორში;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** უპირატესობა ენიჭება ღვინის ბაზრისა და პროდუქციის თავისებურებების ცოდნას;
** უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებული და ენერგიული სამუშაო სტილი;
** კლიენტთან ურთიერთობის მაღალი კულტურა;
** პრეზენტაციისა და დეგუსტაციის ჩატარების უნარი;
** დაგეგმვის, ორგანიზებისა და ანგარიშგების მომზადების უნარები;
** პასუხისმგებლობა, სანდოობა, დისციპლინა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებზე;
** პროფესიულ განვითარებას ღვინის სექტორში (ტრენინგები, დეგუსტაციები);
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@uplistsikheestate.ge.

თემა: განაცხადი ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე