Робота для біженців з України
ივენთ მენეჯერი - ქვახვრელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ივენთ მენეჯერი
მომწოდებელი: უფლისციხის მამული
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"უფლისციხის მამული" აცხადებს ვაკანსიას ივენთ მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: სოფ. ქვახვრელი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი
დეპარტამენტი: გაყიდვები
ანგარიშვალება: დირექტორს/კომერციულ მენეჯერს

მოვალეობები:

** ღვინის დეგუსტაციების, ბანკეტების, კორპორაციული წვეულების და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კომერციული შეთავაზებების მომზადება, კალენდრის მართვა;
** რესტორნის გუნდთან თანამშრომლობა (სამზარეულო, სერვისი, ადმინისტრაცია);
** მომწოდებლების შერჩევა (დეკორი, მუსიკა, ფოტოგრაფი, ტექნიკა და მისთ.;
** ღონისძიების უშუალო ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ივენთ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** გაყიდვების მენეჯერთან კოორდინაცია;
** საორგანიზაციო უნარები და პასუხისმგებლობა;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებული და ენერგიული სამუშაო სტილი;
** კლიენტთან ურთიერთობის მაღალი კულტურა;
** პრეზენტაციისა და დეგუსტაციის ჩატარების უნარი;
** დაგეგმვის, ორგანიზებისა და ანგარიშგების მომზადების უნარები;
** პასუხისმგებლობა, სანდოობა, დისციპლინა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებზე;
** პროფესიულ განვითარებას ღვინის სექტორში (ტრენინგები, დეგუსტაციები);
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@uplistsikheestate.ge.

თემა: განაცხადი ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე