Робота для біженців з України
უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, სამშენებლო მიმართულებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის 10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით რესურსული და სატენდერო ხარჯთაღრიცხვების მომზადება სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ღირებულების აღრიცხვა;
** მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ცოდნა.
** სასურველია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის "სნიპი"-ს ცოდნა.
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე