Робота для біженців з України
სატელეფონო და ფრონტ ოფისის გაყიდვების ზედამხედველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო და ფრონტ ოფისის გაყიდვების ზედამხედველი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია "გასა" (GASA) - გამყვანი ტურიზმის სააგენტო, რომელიც ახორციელებს ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და საქართველოში წარმოადგენს ისეთ ოფიციალურ სავაჭრო პარტნიორებს, როგორებიცაა Pegasus Airlines და Air Arabia - აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო და ფრონტ ოფისის გაყიდვების ზედამხედველის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფრონტ გაყიდვების გუნდის ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია
** გუნდის წევრების მხარდაჭერა, მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის კონტროლი
** რთული/პრობლემური ქეისების გადაწყვეტა
** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის პროცესების წარმართვა/ჩართულობა
** გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ზრუნვა და შედეგების ანალიზი
** დისციპლინის, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვაზე ზედამხედველობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** რუსულისა და ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა
** გაყიდვების ან ტურისტული გაყიდვების სფეროში მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** სატელეფონო მომსახურების (ქოლ-ცენტრის) პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სუპერვაიზერის ან გუნდის ლიდერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნათლად გადაცემის უნარი
** სწრაფად და სწორად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე მაღალი ორიენტირებულობა

ლოკაცია: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gasa.ge
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სატელეფონო და ფრონტ ოფისის გაყიდვების ზედამხედველი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე