Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

მოვალეობები:

** პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულების და დასურლების პროცესის წარმართვა;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტირება;
** კონკრეტული პროექტისთვის კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის წარმოება და მართვა;
** ბიუჯეტის, სატენდერო პროცედურების მართვა;
** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) ** შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
** პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
** პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მშენებლობის ინჟინერთან ერთად დეტალების განხილვა, დასაბუთება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
** პროექტების ფარგლებში მიმდინარე რაპორტის მომზადება;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან;
** შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
** პროექტის მიღება -ჩაბარების პროცესის მართვა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია პროექტის მენეჯერთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.) ;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: mcomp.hr@outlook.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტების მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე