|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 16 იანვარი
|
ავეჯის და ინტერიერის კარის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკა (აეროპორტის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** კანონმდებლობით დადგენილი წესით FINA-ში ყველა სააღრიცხვო ოპერაციების ყოველდღიურად განხორციელება;
** პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების მიღება/დამოწმება/დაარქივება;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, ნაღდი ანგარიშსწორების, გადარიცხვების, შესყიდვების, იმპორტის საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარება;
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯმენტისგან მიღებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის სფეროში;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Excel, Word) პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის FINA კარგად ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობა;
** კომუნიკაბელური, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nnnonnna717@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|