Робота для біженців з України
MEP ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MEP ინჟინერი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
კომპანია " NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას MEP ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტების ტექნიკური მონიტორინგი: ხარისხის კონტროლი, ტექნიკური შესაბამისობა, დოკუმენტაციის მართვა და პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა;
** საინჟინრო ნახაზების გაცნობა და მათი სიღრმისეული ანალიზი;
** პროექტებისთვის ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და მათზე მორგებული ოპტიმალური ვარიანტების შემოთავაზება;
** პროექტებისთვის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ტექნიკური დავალების მომზადება;
** თანამშრომლობა სამშენებლო/საინჟინრო გუნდთან, კონტრაქტორებთან და სხვა სპეციალისტებთან პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით;
** სტანდარტების და უსაფრთხოების წესების გათვალისწინება პროექტის ყველა ეტაპზე;
** ენერგოეფექტური და პრაქტიკული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
** ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრა;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (ბიუჯეტირება, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური აღწერების/Data Sheet-ების ანალიზი);
** სამუშაო პროგრესის რეგულარული შეფასება და მენეჯმენტის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;

პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ელექტრო, მექანიკური ან სამშენებლო ინჟინერია);
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება MEP სისტემების მიმართულებით;
** AutoCAD და Revit (BIM) პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის და ნახაზების წაკითხვისა და მომზადების უნარი;
** სამშენებლო/საინჟინრო ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: p.dumbadze@nextgroup.ge 2026 წლის 31 იანვრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს " NEXT Property"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე