Робота для біженців з України
მონტაჟის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონტაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: კასატრეიდი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
კომპანია "კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"კასატრეიდი" ლიდერია GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემების მიმართულებით. ჩვენი კომპანია ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.

მოხარულები ვართ თქვენთან მუშაობით თუ:

** გაქვთ ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარი (შემოწმება, შეკეთება, მონტაჟი)
** გაქვთ ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მექანიკური კოლოფი)
** ხართ პუნქტუალური
** გაქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობა

სამუშაო გრაფიკი:

ხუთშაბათი-კვირა 09:00-18:00 სთ

"კასატრეიდი" საშუალებას გაძლევთ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ინოვაციური ტექნოლოგიების ტექნიკური მიმართულებით, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge

P.S აუცილებლად მიუთითეთ "subject"-ში "მემონტაჟე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე