Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 2000 ლარი + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია წარმოების სფეროში, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის შემუშავება და ამ გეგმის მიხედვით საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება;
** შესყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების დამუშავება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე, ასევე მოწოდების ვადებსა და სხვა პირობებზე;
** ახალი მომწოდებლების ძიება, მათი პირობების დადგენა და შედარება არსებულებთან, ბაზის უწყვეტი განახლება;
** ბაზრის კვლევა, ფასთა გამოკითხვის უზრუნველყოფა;
** იმპორტირების პროცესში შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
** შესყიდვების სრული ციკლის შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე