Робота для біженців з України
ჩამსხმელი ოპერატორი - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

მას შემდეგ კომპანია მუდმივად აფართოებს საქმიანობას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ სექტორებში. საწვავის იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, კომპანია საქართველოში "ლუკოილის" საავტომობილო ზეთების იმპორტსაც უზრუნველყოფს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა.

ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: კასპი

სამუშაო გრაფიკი:

** 24-საათიანი ცვლა - ყოველ მესამე დღეს, თვეში 10-11 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება - 800 ლარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** სადაზღვევო პაკეტი;
** რეფერალური პროგრამა;
** დამატებითი ცვლების ანაზღაურება 125%-იანი ტარიფით;
** სახელმწიფო დასვენების დღეებში - ორმაგი ანაზღაურება;
** კვარტალური ბონუსები;

ძირითადი მოვალეობები:

** საწვავის რეალიზაცია დადგენილი წესებისა და ფორმის დაცვით;
** მომხმარებელთან თავაზიანი და სტანდარტებზე დაფუძნებული კომუნიკაცია;
** სალარო ოპერაციების შესრულება და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და სისწრაფე.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lukoil.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: ჩამსხმელი ოპერატორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444

პერსონალური მონაცემების დაცვის შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვის სრული დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე