Робота для біженців з України
ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერი
მომწოდებელი: ELEMENT.GE
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
"ELEMENT.GE" აცხადებს ვაკანსიას ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ELEMENT.GE" - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც სრულყოფილად ერკვევა კომპიუტერულ ტექნიკაში და სურს იმუშაოს თანამედროვე ელ-კომერციის პლატფორმებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე პროდუქციის დამატება, რედაქტირება ან წაშლა;
** პროდუქტის ვიზუალური მხარის და აღწერილობის სისწორის უზრუნველყოფა (აკურატული ფორმატირება, სტრუქტურის დაცვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი კომპონენტების სიღრმისეული ცოდნა. უნდა შეგეძლოთ სპეციფიკაციების თავისუფლად კითხვა და ანალიზი;
** თანამედროვე ელ-კომერციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა მონაცემთა მასიური დამუშავებისთვის;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა (სპეციფიკაციების სრულყოფილად გასაგებად).

პიროვნული უნარები:

** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
** დიდი მოცულობის ინფორმაციის სტრუქტურირებისა და მართვის უნარი;
** რუტინული სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი;
** ახალი ციფრული ხელსაწყოების სწრაფად ათვისების უნარი.

პირობები:

** ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** წვდომა თანამედროვე ელ-კომერციის ტექნოლოგიებთან;
** სტაბილური ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ელ-კომერციის კატალოგის მენეჯერი".

ბოლო ვადა: 15 იანვარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე