Робота для біженців з України
სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე:

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.

"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულის იდენტიფიკაცია პროგრამაში;
** დაზღვეულის მხრიდან შემოსული მოთხოვნების განხილვა და, ინფორმაციის მიწოდება საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალზე, ანაზღაურების ვადებზე, თანხის ჩარიცხვაზე, პროვაიდერულ ქსელზე, კომპანიის ოფისების სამუშაო გრაფიკზე და საათებზე;
** დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
** მიღებული დოკუმენტაციის სრული, სწორი და კანონთან შესაბამისობის შემოწმება;
** განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;
** პროვაიდერ კლინიკებში ელექტრონული მიმართვის გადაგზავნა;
** საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა;
** გადაწყვეტილების მიღება უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურებაზე კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია სამედიცინო მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციასთან;
** შემოსული დოკუმენტაციის დარეგისტრირება, როგორც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე უარის შემთხვევაში შესაბამისი კომენტარის მითითებით;
** ინფორმაციის მოძიება სახელმწიფო ან ორმაგი დაზღვევის თაობაზე შემთხვევის დარეგულირებისას;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 16 იანვრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე