|
დასახელება:
წარმოების განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიკორა
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/
"ნიკორა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი შვილობილის კომპანიის სურსათის წარმოების მიმართულებით წარმოების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პროდუქტების შემუშავებაში ჩართულობა, რომელიც ეფუძნება გაყიდვებისა და მარკეტინგის ურთიერთქმედებას/მიმართულებას. ასევე, საჭიროებისამებრ არსებული პროდუქტების განახლებაში მონაწილეობა;
** ინტერაქცია შიდა დეპარტამენტებთან და გარე პარტნიორებთან კომპანიის ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით;
** მონაწილეობის მიღება პროდუქტის მასშტაბის გაზრდის ასპექტში, მათ შორის წინასწარი წარმოების შენიშვნები, პროდუქტების ცდების პრაქტიკული ზედამხედველობა, შენახვის ვადის შეფასებები და პროდუქტის მონაცემების კოორდინაცია და ა.შ;
** საწარმოო გეგმების შემუშავების პრინციპების განსაზღვრა და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებთან დანერგვის უზრუნველყოფა;
** საწარმოო გეგმების შესრულებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და პერიოდული მონიტორინგი;
** საწარმოო გეგმების შესრულების გადახრების ანალიზი და მიზეზშედოგობრივობის დადგენა;
** წარმოებების მასშტაბით, ყველა დანადგარების მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა და წარმოების საჭიროებებიდან გამომდინარე არსებული დანადგარების მოდიფიცირების განსაზღვრა ან/და ახალი დანადგარების შესყიდვის ინიცირება;
** წარმოებებში არსებული სხვადასხვა რესურსის (დრო, ადამიანური, ტექნიკური და ა.შ.) პერიოდული ანალიზი და მონიტორინგი;
** პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულისა და დამხმარე მასალის მიწოდების ჯაჭვის რისკების შეფასება და ანალიზი, პერიოდულად მონიტორინგი;
** საწარმოო პროცესების შეფერხების შემთხვევაში მიზეზების დადგენა და გადაწყვეტილების მიღება, რეაგირება; კონტროლი;
** წარმოებაში გაუთვალისწინებელი, არამიზნობრივი რესურსების (მაგ, ენერგეტიკული რესურსი) შემცირების მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი), სასურველია სურსათის უვნებლობის ან/და სურსათის საწარმოოს ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება 5 წლიანი, აქედან სასურველია 1 წლიანი საწარმოო მიმართულებით და 2 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე;
** Microsoft Office (Word - კარგად, Excel - კარგად);
** ერთ- ერთი ევროპული ენა, B1 დონე.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** გუნდის მართვის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
|
|
|
|