|
დასახელება:
ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" საინფორმაციო ტექნოლოგიების გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ოპერაციების წარმოება (დამუშავება, კონტროლი, შესაბამისობის მართვა) შიდა საბანკო პროგრამასა და საერთაშორისო საანგარიშსწორებო/საკომუნიკაციო ელექტრონულ სისტემებში.
** ანგარიშსწორების პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა და მონაცემთა სიზუსტის კონტროლი
** ბანკის შიდა და გარე რეგულაციების დაცვა.
** თანამშრომლობა ბანკის ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებთან. ასევე მოლაპარაკებების წარმართვა და თანამშრომლობა ბანკის გარეთ ინსტიტუტებთან როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო დონეზე.
** ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე სხვა ფუნქციების შესრულება
მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ფინანსები და საბანკო საქმე)
** საბანკო ოპერაციებში ძირითად პროცესების ცოდნა
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარი
** SQL-ის საბაზისო ცოდნა (Select/Insert/Update/Delete ბრძანებების გამოყენება).
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის და გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი
** MS Office
** კომუნიკაციის უნარები - შიდა და საგარეო პარტნიორებთან ეფექტური კოორდინაციისთვის;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
სასურველია:
** SWIFT სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
** ანგარიშსწორების/გადარიცხვების მიმართულებით გამოცდილება
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — ანგარიშსწორების უმცროსი სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15/01/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|