Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი;
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია პროგრამა Fina-ს ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის ცოდნა;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროგრამაში ოპერაციების ასახვა (იმპორტი ოპერაციების დამუშავება);
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება (მათ შორის არარეზიდენტებთან);
** ზედნადებების ატვირთვა და აქტიური ზედნადებების დასრულება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე